გთავაზობთ სრული ციკლის საპროექტო მომსახურებას — გეოდეზიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევებიდან დაწყებული, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტირებით დამთავრებული. ყველა ეტაპი სრულდება ერთ სივრცეში, რაც გამორიცხავს კოორდინაციის დაკარგვას და აჩქარებს პროცესს.
ჩვენი გუნდი ამზადებს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ, გენგეგმისა და საინჟინრო ქსელების (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრობა, გათბობა-ვენტილაცია) სრულ პროექტს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.
თითოეული პროექტი მუშავდება ინდივიდუალურად — ობიექტის დანიშნულების, ბიუჯეტისა და ვადების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტექნიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტას.