ჩვენ ვართ სამშენებლო და საპროექტო კომპანია, რომელიც სრულ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს — გეოდეზია, არქიტექტურა, გეოლოგია, კონსტრუქცია, გამწვანება და საინჟინრო პროექტირება ერთ სივრცეში.
ვამზადებთ მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციას შესაბამის მუნიციპალიტეტებში და ვუზრუნველყოფთ სასაწყობე და საწარმო შენობების სრულ მშენებლობას — საძირკვლიდან კარკასის აწყობამდე, ბეტონის დასხმითა და ინდუსტრიული იატაკების მოწყობით.
ჩვენი გამოცდილება მოიცავს სამრეწველო მშენებლობებს, ინდივიდუალურ სახლებს, კორპუსებს, სასტუმროებს, ინდუსტრიულ სასწორებსა და სილოსებს ბუნკერებით — ყველა პროექტი სრული ციკლით, ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობით სრულდება.